logo_geo
ექიმი კომაროვსკის 7 ოქროს წესი, თუ თქვენი შვილი გაჯეტებით სარგებლობს
- +

10 მარტი. 2017. 00:09



დღეს პრაქტიკულად ყოველ ბავშვს აქვს სმარტფონი ან პლანშეტი. ბავშვები თავისუფალ დროს ატარებენ ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანთან.


ასეთმა ტენდენციამ უფროსების შეშფოთება გამოიწვია. ამიტომ ექიმმა კომაროვსკიმ გადაწყვიტა მშობლებისთვის მიეცა რეკომენდაცია, თუ რა წესების დაცვაა საჭირო გაჯეტებით სარგებლობისას.


დაადგინეთ წესები


საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა წესების დაცვაა საჭირო ვირტუალურ სამყაროში. დაადგინეთ საზღვრები, რომელსაც არ უნდა გადავიდეს ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში.


აღზრდა დაიწყეთ საკუთარი თავიდან


პატარა ბავშვები უფროსების ქცევის კოპირებას ახდენენ. ამიტომ თუ ბავშვს დაანახებთ ,რომ ვირტუალურ სამყაროში თქვენ თვითონ მინიმალურ დროს ატარებთ, მასაც ჩამოუყალიბდება მოსაზრება, რომ ეს არის სწორი საქციელი.

 

ღმოაჩინეთ ბავშვთან ერთად


ვირტუალურ სამყაროში აღმოაჩინეთ რაიმე ახალი ბავშვთან ერთად. თუ მან დაგისვათ კითხვა, ერთად იპოვეთ ინტერნეტში მასზე პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ ვირტუალური სამყარო ბევრ სასიკეთოსაც მოიცავს და თუ მაინც ატარებს იქ გარკვეულ დროს, სასარგებლოდ მაინც გაატაროს.

 

მეტი ყურადღება დაუთმეთ სასარგებლო გვერდებს


ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. შეგიძლიათ გადმოწეროთ სმარტფონზე ან კომპიუტერზე სასაწავლო პროგრამები, რომლებიც განუვითარებს ბავშვს ფანტაზიას, ლოგიკას და ინტელექტს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პროგრამებს, რომლებიც შეიმუშავეს პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმა.

 

შეარჩიეთ თამაშები, რომელთა საშუალებითაც შეძლებენ გარემოსთან ურთიერთობას


მაგ: ინტერაქტიული პროგრამები, სადაც ბავშვი შეძლებს უშუალოდ მონაწილეობის მიღებას და არა მხოლოდ ეკრანის ყურებას. ასევე შეგიძლიათ ბავშვთან ურთიერთობა სკაიპის ან მესენჯერის მეშვეობით (როდესაც მასთან ერთად არ ხართ), რაც დაეხმარება მეტყველების განვითარებაში.


სწორად გამოიყენეთ სოციალური ქსელები

 

თანამედროვე მოზარდებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე. აუხსენით ბავშვს, თუ როგორ აიცილოს თავიდან შეცდომები, რომლებმაც შეიძლება უსიამოვნებამდე მიიყვანოს.


შექმენით სახლში "თავისუფალი ზონა"

 

გამოყავით გარკვეული ადგილი, სადაც აკრძალულია გაჯეტებით სარგებლობა. მაგალითად, საძინებელი და სასადილო. ეს დაეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, რომ ძილისა და კვებისთვის განკუთვნილი ადგილები - ხელშეუხებელია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი