logo_geo
8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- +

8 თებერვალი. 2020. 01:59

 

 

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 8 თებერვალი და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

 

ვერძი

 

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველთვის ადვილად არ მიიღწევა. ყოველ დადებით და უარყოფით მხარეს საზღვრავთ, რათა არავინ გაანაწყენოთ და არ დააზარალოთ. ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ არ ღირს გაჭიანურება. ასე უფრო მტკივნეულია.

 

კურო

 

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. აირჩიეთ მსუბუქი, ოჯახური და ახალი საკვები. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული და ხილი.

 

ტყუპები

 

დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ შეხვდეთ ადამიანს წარსულიდან. რეალური შეხვედრა ამ ადამიანთან აუცილებლად მოხდება თუ ამას მოისურვებთ.

 

კირჩხიბი

 

ძალიან ნეგატიური დღე გელით. პროფესიულ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. ნერვოზულობა და უკმაყოფილების შეგრძნება გდევთ თან მთელი დღის განმავლობაში. შეეცადეთ ყურადღებით იყოთ გზაზე. მოსალოდნელია ავარიები და სხვადასხვაგვარი ტრავმების მიღება. უმჯობესია ეს დღე სახლში, ოჯახურ წრეში გაატაროთ.

ლომი

 

დღეს პანიკა და დაბნეულობა შეგიპყრობთ. ეს დღე ფინანსურ სფეროში დიდი საშიშროებითაა აღსანიშნავი. თავი შეიკავეთ ახლობელ ადამიანებთან საუბრისაგან.

 

ქალწული

 

იმის რწმენა, რომ მეტი შეგიძლიათ, დაგეხმარებათ უფრო თავდაუზოგავად იშრომოთ. შეეცადეთ გაისტუმროთ ყველა კრედიტი. შემოქმედება და სიყვარული ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ.

 

სასწორი

 

გემრიელი საუზმე და კარგი ყავა მთელი დღის სამყოფი პოზიტივით შეგავსებთ. შესაძლებელია საღამოს ფულის სესხება მოგიხდეთ, რის დახარჯვასაც საკუთარი თავისთვის გეგმავთ. მაგრამ ვერც ეს ფაქტი მოახერხებს თქვენი განწყობის გაფუჭებას.

 

მორიელი

 

მარტოხელა მანდილოსანი მორიელები დღეს შესაძლოა საკუთარ საბედოს შეხვდეთ. ძალიან წარმატებული პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისათვის. შეეცადეთ ამ დღეს მოაგვაროთ კონტაქტები ნათესავებთან. ნეგატიური ცვლილებებია მოსალოდნელი მამაკაცი მორიელებისთვის თუ ამ დღეს ცივი იქნებით და სიხისტეს გამოიჩენთ საუბრისას. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.

 

მშვილდოსანი

 

ხელსაყრელი დღე გელით ამ ნიშნის წარმომადგენლებს. შესაძლებელია გააკეთოთ ის, რასაც ადრე ვერ ბედავდით. არ ღირს წარსულ მარცხზე სინანული. უმჯობესია მშვიდად და დაგეგმილად შეუდგეთ თქვენს საქმეს. ზოგიერთი მშვილდოსანი შესაძლებელია დღეს შეხვდეს ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანს გააჩაღებს.

 

თხის რქა

 

თხის რქებს დღეს წარმატება გელით როგორც სამეწარმეო, ასევე ფინანსურ საქმიანობაში. მოსალოდნელია ასევე საინტერესო ფინანსური წინადადების მიღებაც. ის შეიძლება სარისკო იყოს, მაგრამ კარგ შემოსავალს გპირდებათ. ზოგიერთ თხის რქას დღეს სასიამოვნო მოვლენაც გელით - კარგად ნაცნობი ადამიანი შეიძლება თქვენთვის საყვარელ ადამიანად იქცეს.

 

მერწყული

 

ყველაფერი ძალიან მარტივი და მოსაწყენია. გამრავალფეროვნებისა და გარემოს შეცვლის სურვილი გიჩნდებათ. შეიარეთ ღამის კლუბში ან დისკოთეკაზე. თქვენთვის აუცილებელია გადართვა.

 

თევზები

 

შეიძლება ძალიან შეუფერებელ მომენტში გამჟღავნდეს სიმართლე თქვენს სულიერ მდგომარეობაზე, რასაც გაურკვეველი მიზეზების გამო ასე დაჟინებით მალავთ. საუკეთესო სტრატეგია ამ დღეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის თავის მიძღვნა იქნება.

 

 

big_banner
არქივი