logo_geo
„ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობის ზრდა ნეგატიურ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე“, - ამ თემაზე მსოფლიო ბანკი ვრცელ კვლევას აქვეყნებს.
- +

8 თებერვალი. 2020. 18:39

 

 

ფინანსური ინსტიტუტის კვლევით, მსოფლიოს ხანდაზმული მოსახლეობის 44%-ს (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) ჭარბი წონა აწუხებს. მაჩვენებელი 1975 წლის შემდეგ გასამმაგდა. ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა (70%) საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობენ. ღარიბ ქვეყნებში ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 6%-ია. ჭარბი წონისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება.

 

მსოფლიო ბანკის კვლევა აჩვენებს, რომ ჭარბი წონა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რადგან ამის გამო ადამიანების შრომისუნარიანობა მცირდება. ასევე ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების გამო იზრდება ჯანდაცვის და სოციალური ხარჯები.

 

ფინანსური ინსტიტუტი აცხადებს, რომ უახლოეს 15 წელიწადში ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვის ზრდის გამო განვითარებად ქვეყნებში ხარჯები $7 ტრილიონით გაიზრდება.

 

სპეციალისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაარეგულიროს მოსახლეობის კვების საკითხი. ისინი მოუწოდებენ გაზარდონ იმ პროდუქტების დაბეგვრა, რომელშიც შაქრის შემცველობა მაღალია. ასევე სკოლებში ბავშვებს ჩაუტარონ ლექციების კურსი ჯანსაღი კვების უპირატესობაზე. ასევე გაზარდონ ჭარბი წონის შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ხარჯები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი