logo_geo
მეცნიერებმა კიბოს საფუძვლიანი კვლევა დაასრულეს
- +

9 თებერვალი. 2020. 12:51

 

 

მეცნიერებმა მეცნიერების ისტორიაში კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა დაამთავრეს.

 

შედეგი გამოცემა Nature Publishing Group-ში გამოქვეყნდა. პროექტი „Pan-Cancer“ 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

პროექტი 1300 მკვლევარს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანდებდა. მათი მიზანი კიბოს 38 სახეობის შესწავლა იყო.

 

მათ ნიმუში დაახლოებით 2800 პაციენტისგან აიღეს. კვლევის შედეგად მეცნიერებმა არნახული აღმოჩენა გააკეთეს, როგორც მუტაციური წარმონაქმნების ადგილმდებარეობის, ასევე სხვადასხვა ტიპის კიბოებს შორის მსგავსების კუთხით.

 

გაირკვა, რომ კიბო ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა ბავშობიდანვე, წლების განმავლობაში არსებობდეს. ეს კი ექიმებს აძლევთ საშუალებას, რომ ჯერ კიდევ ჯანმრთელ ადამიანს კიბოს განვითარებამდე უმკურნალონ.

 

„იმ ცოდნის საშუალებით, რომელიც ჩვენ ჩატარებული კვლევის შემდეგ მივიღეთ, ჩვენ შევძლებთ ახალი ინსტრუმენტები შევქმნმათ და მოვახერხოთ კიბოს ახალ ეტაპზე აღმოჩენა, შევქმნათ უფრო ცენტრალიზებული თერაპია, რათა პაციენტებს წარმატებულად ვუმკურნალოთ“, - განაცხადა პროექტ „Pan-Cancer“-ის საკოორდინაციო კომიტეტის წევრმა ლინკოლნ შტეინმა.

 

https://ria.ru/20200206/1564342504.html

 

 

big_banner
არქივი