logo_geo
არქეოლოგებმა 1200 წლის სათამაშო ფიგურა აღმოაჩინეს
- +

10 თებერვალი. 2020. 10:53

 

 

ინგლისში, 1200 წლის თეთრ-ლურჯი მინის სათამაშო ფიგურა აღმოაჩინეს.

 

მსგავსი ფიგურებით სკანდინავიურ სამაგიდო თამაშს ხნეფატაფლს თამაშობდნენ, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა, ის ჭადრაკის გამოჩენისთანავე X-XI საუკუნეებში მალევე დაივიწყეს.

 

ფიგურა დარემის უნივერსიტეტის და არქეოლოგიური ორგანიზაციაა „DigVentures“-ს ექსპერტებმა, ინგლისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. 793 წელს ინგლისის ამ ნაწილს, სკანდინავიელები დაესხნენ თავს, რითიც სათავე დაუდეს ჩრდილოეთ ევროპაში ვიკინგების ეპოქას.

 

თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ თამაში ინგლისში ვიკინგებს არ მოუტანიათ და ინგლისში თამაშის ადგილობრივი ვერსია ვიკინგების ინგლისში მოსვლამდეც არსებობდა.

„ჩვენ ვთვლით, რომ თამაშის ადგილობრივი ვერსია არსებობდა, რომელსაც ჩრდილოეთ ბრიტანეთის ელიტა თამაშობდა იქამდეც, სანამ ვიკინგები ინგლისში გამოჩნდებოდნენ“, - აცხადებს გამოცემა „Guardian“-თან საუბრის დროს არქეოლოგი ლიზა უილკინსი.

 

 

 

big_banner
არქივი