logo_geo
როგორ შექმნა ამადეო მოდილიანმა ქართველი თავადი ქალის პორტრეტი
- +

10 თებერვალი. 2020. 12:11

 

 

 

მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი მხატვრის, ექსპრესიონისტის, ამადეო მოდილიანის მიერ დახატული ქართველი თავადი ქალის, ალექსანდრა დადიანის პორტრეტი გასულ წელს „სოთბის“ აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა.

 

როგორც ცნობილია, მხატვარმა ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში, პაწაწინა მანსარდაზე მიიწვია. სწორედ იქ შეიქმენა ალექსანდრას პორტრეტი.

 

ქართველ მხატვართაგან მოდილიანის მხოლოდ ლადო გუდიაშვილი იცნობდა. თავის მოგონებებში მხატვარი წერს: „მე ჩამოვჯექი თავისუფალ მაგიდასთან, მინდოდა, ამადეო მოდილიანი მომეწვია, მაგრამ ის ესაუბრებოდა პოლონელ ქალს, რომლის პორტრეტიც დახატა. მან ქალს ორი ნახატი შესთავაზა, მაგრამ მისდა გასაოცრად ქალმა არცერთის შეძენა არ მოისურვა. მეტიც, გაბრაზებით განუცხადა, რომ პორტრეტები მას არ ჰგავდა.

 

შეურაცხყოფილი და განადგურებული მოდილიანი მომიბრუნდა, გამომიწოდა თავისი ნახატები და მითხრა, ლადო, ჩემო მეგობარი, გქონდეს ეს ნახატები ჩემგან“.

 

რაც შეეხება ალექსანდრას, რომელმაც მოახერხა, დიდი მაესტროს მუზა გამხდარიყო, ის მეგრელი პრინცესა იყო, დადიანთა გვარიდან. მოდილიანიმ ის 1911 წელს დახატა.

 

ალექსანდრა იყო გერმანელი ბიოლოგის, კონარდ როსთის მეუღლე. ცნობილი რუსი პოეტი კი ალექსანდრამ პეტერბურგში გაიცნო, მაშინ ანა ახმატოვას მცირეხნიანი რომანი ჰქონდა გაბმული მხატვართან. ალექსანდრა მოდილიანის პარიზში შეხვდა. ის მოჯადოებული იყო თავადის ქალით სილამაზითა და არისტოკრატული მომხიბლაობით. მან ეჭვიანობით ცნობილ ახმატოვასაც კი განუცხადა რომ ალექსანდრას დახატვა სურდა.

 

უცნობია, როგორ დაითანხმა ქართველი თავადის ამაყი ქალიშვილი მხატვარმა, მისთვის შიშვლად ეპოზირა, მაგრამ ფაქტია, მას ეს მშვენივრად გამოუვიდა კონტრასტული ფერებით დახატულ პორტრეტზე ალექსანდრა მხატვრისგან ზურგშექცევით წევს და მხარსზემოდან იყურება. ნახატსაც ასე ჰქვია „შიშველი ქალი, რომელიც მარჯვენა მხრის ზემოდან იყურება“.

 

ამ ტრიოს მომავალი არც ისე კარგად განვითარდა. ახმატოვა და მოდილიანი დაშორდნენ. ალექსანდრა კომუნისტური რევოლუციისას გადაასახლეს და საქართველოში დაბრუნება წლების შემდეგ უკვე მოხუცმა მოახერხა. ის საგურამოშია დაკრძალული.

 

ის ფაქტი, რომ მოდილიანიმ ქართველი ქალი დახატა, არც ისე ფართოდაა ცნობილი, ხელოვნების კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართველ თავადის ასულს იმ დროის საქართველოში არ სურდა აღიარება, რომ შიშვლად პოზირებდა მხატვრისათვის...

 

 

big_banner
არქივი