logo_geo
რა სთხოვა ილიკო სუხიშვილმა სტალინს და რა თქვა ბელადმა მასზე
- +

10 თებერვალი. 2020. 13:53

 

 

მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი სტალინს ძალიან უყვარდა. მისი მეუღლე, მოცეკვავე ნინო რამიშვილი იხსენებს სტალინისა და ილიკო სუხიშვილის შეხვედრის ერთ ეპიზოდს.

 

„ილიკოს და სტალინს ხშირად ჰქონდათ ურთიერთობა. ერთხელ სტალინმა ილიკოს ჰკითხა, რამე ხომ არ გინდაო?  მაშინ  ბინაც კი არ გვქონდა. 

ილიკომ კი უთხრა - ძია სოსო, მე არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვს, ერთადერთი თქვენი სურათი მაჩუქეთ  წარწერითო.

 

როდესაც ილიკო ცეკვავდა, მე გავიგონე, როგორ თქვა სტალინმა - რა განათლებული ყოფილა გამჩენძაღლი ფეხებში,“ - იხსენებს ნინო რამიშვილი.

 

 

მასალა აღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივიდან.

 

 

big_banner
არქივი