logo_geo
ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოიერვერკი გაუშვეს
- +

10 თებერვალი. 2020. 18:03

 

 

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ყოველწლიური ზამთრის კარნავალის დროს ჰაერში ყველაზე დიდი ფოიერვერკი გაუშვეს. ფოიერვერკი 1,2 ტონას იწონიდა.

 

ფოიერვერკი რვა მეტრის  ფოლადის მილიდან გამოფრინდა და მისმა სიჩქარემ 482კმ/სთ შეადგინა.

 

როგორც „Daily Mail“ წერს, ფოიერვერკი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ის უფრო რაკეტის გაშვებას ჰგავდა.

 

პროექტის ხელმძღვანელის ტიმ ბორდენის განცხადებით, ფოიერვერკის შესაქმენლად თითქმის  შვიდი წელი დასჭირდა. ხოლო რა დაჯდა ის, ეს საიდუმლოდ რჩება.

 

მსოფლიო რეკორდი გინესის რეკორდების წიგნში უკვე ოფიციალურად შევიდა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი