თებერვლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთს თავს ქარიშხალი „კიარა“ დაატყდა. ქარის სიჩქარემ ზოგიერთ რაიონში 140კმ/სთ-ს მიაღწია. უხვი ნალექის გამო, ზოგიერთი დასახლებული პუნქტი დაიტბორა.
იორკშირის საგრაფოს მცხოვრებლებს გაუმართლათ და მიეცათ საშუალება, უცნაურ ბუნებრივ მოვლენებს დაკვირვებოდნენ. ნაცრისფერმა ღრუბლებმა, რომელიც ბუშტებს ჰგავდა, საკმაოდ მისტიკური შთაბეჭდილება დატოვა.