logo_geo
ავსტრალიელმა გოგონამ, კინოში უხერხული ვიზიტის შემდეგ, 55 კილოგრამი დაიკლო
- +

11 თებერვალი. 2020. 11:52

 

 

26 წლის კეტრინ ჰაკნალი ბავშობიდან საკვებზე იყო დამოკიდებული. ის იმდენად ბევრს ჭამდა, რომ 16 წლის ასაკში უკვე 200 კილოგრამს იწონიდა.

როდესაც კეტრინი მშობლების სახლიდან გადავიდა, ის გახდა, თუმცა, მისი წონა მაინც 150-160 კილოგრამამდე მერყეობდა.

 

როგორც კეტრინი გამოცემა „Daily Mail“-თან საუბრისას აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მომავალი მეუღლე გაიცნო, მალევე წონაში მომატება ისევ განაგრძო. შეხვედრების დროს ისინი ყველაზე დიდ ბურგერს ეძებდნენ და ყველაზე მრავალფეროვან მენიუს არჩევდნენ.

 

დაბალი თვითშეფასების და დისკომფორტის მიუხედავად კეტრინი გახდომაზე მხოლოდ ერთი უხერხული ინციდენტის შემდეგ დაფიქრდა. 2018 წელს ის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ახალ კინოთეატრში სეანსზე წავიდა.

 

ფილმის ყურების დროს კი კეტრინს სავარძელი ჩაუტყდა. გოგონას ისე შერცხვა, რომ გადაწყვიტა, საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეეცვალა.

 

კუჭის დაპატარავების ოპერაციისა და მკაცრი დიეტების შემდეგ მან დახმარებისთვის ცნობილ დიეტოლოგსაც მიმართა, რომელიც კვების რეჟიმის კორექტირებასა და ახალი მენიუს შედგენაში დაეხმარა.

 

ჯანსაღი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის წყალობით,  წელიწადნახევარში კეტრინმა 55 კილოგრამი დაიკლო. ის გახდომას ახლაც აგრძელებს.

 

ახლა გოგონა ონლაინ დღიურსაც აწარმოებს და საკუთარ გამოცდილებას ჯანსაღი კვებისა და ნატურალური დიეტის შესახებ ხალხსაც უზიარებს.

 

 

big_banner
არქივი