logo_geo
„30 წლისამ გადავიკეტე მილები, მეშინოდა, კიდევ ერთი მონსტრი არ გაჩენილიყო“ - როგორ განვითარდა ნაცისტების შვილების ცხოვრება
- +

11 თებერვალი. 2020. 13:33

 

 

ისტორიიდან ყველამ ვიცით, მეორე მსოფლიო ომის დროს თუ რა დანაშაული მიუძღვოდათ ნაცისტებს კაცობრიობის წინაშე. სტატიაში გაეცნობით მათი შთამომავლების ცხოვრებას.

 

 

ბეტინა გერინგი

 

 

 

ჰერმან გერინგი გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის შემდეგ მეორე ადამიანი იყო. იგი ცნობილია, როგორც საიდუმლო პოლიციის - გესტაპოს დამაარსებელი. ბეტინა მისი შვილთაშვილია. ახლა ცხოვრობს სანტა-ფეში და ბალახებით მკურნალობს.

დოკუმენტურ ფილმში „ჰიტლერის შვილები“ ბეტინამ ინტერვიუში განაცხადა: „30 წლის ასაკში გადავიკეტე მილები, რადგან მეშინოდა კიდევ ერთი მონსტრის დაბადება. მე ძალიან ვგავარ ჰერმან გერინგს:

თვალის ჭრილით, სახის ოვალით...“

 

 

ჯენიფერ ტიიგე

 

 

 

მონიკა გერტვიკს, ამონ გეტის შვილს, ნიგერიელი შეუყვარდა და 1970 წელს დაიბადა ჯენიფერი. მართალია, გოგონა გააშვილეს, მაგრამ მას ჰქონდა კავშირი გეტის ოჯახის წევრებთან დედის გარდა, რომლის შესახებაც პირველად 20 წლის ასაკში გაიგო. მანამდე ნათესავები უბრალოდ „იმ გეტას“ მოგვარეები ეგონა. ჰამბურგის ბიბლიოთეკაში გოგონა შემთხვევით წააწყდა წიგნს, რომელიც მისი წინაპრის ბიოგრაფია აღმოჩნდა. „ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხებიდან. ქმარს დავურეკე და ვთხოვე, მოსულიყო, რადგან საჭესთან ვერ დავჯდებოდი“, - იხსენებს ჯენიფერი. ჯენიფერი დეპრესიაში ჩავარდა. მდგომარეობიდან გამოიყვანა წიგნმა, რომელიც მან თვითონ დაწერა. წიგნის სათაური ასეთია: „ბაბუაჩემი ალბათ დამხვრეტდა“.

 

 

ალექსანდრა მუსოლინი

 

 

 

სხვა ნაცისტების შთამომავლებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისი წარმომავლობის გამო დანაშაულს გრძნობენ, იტალიელი პოლიტიკოსი ალექსანდრა მუსოლინი ამაყობს ბაბუათი. ალექსანდრას გაუჩნდა სამი შვილი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ბაბუის გვარი მიეცა. ალექსანდრა ამჟამად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელია.

 

 

 

კატრინ ჰიმლერი

 

 

 

ერნესტ ჰიმლერი, ჰენრიხ ჰიმლერის უმცროსი ძმა, კატრინის ბაბუა იყო.

„ძალიან რთულია, როდესაც ასეთი წინაპარი გყავს. მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან, მაგრამ როგორც კი დაინტერესდებოდა ოჯახის წარსულით, მამა უბრალოდ ვერ აგრძელებდა საუბარს. ვხვდებოდი, როგორი რთული ცხოვრება განვლო მან. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ბაბუა ნაცისტი იყო“.

 

 

საკუთარი თერაპიისთვის კატრინმა დაწერა წიგნი „ძმები ჰიმლერები: გერმანული ოჯახის ისტორია“. მისთვის რთული იყო ამ წიგნზე მუშაობა, მაგრამ ოჯახის ისტორიაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. და თუ შვილები დაუსვამენ კითხვებს, ის მზად არის, უპასუხოს მათ.

 

 

გიუდრუნ ბევუტცი

 

 

გიუდრუნი დაიბადა მიუნხენში 1929 წელს. ის იყო ჰენრიხ ჰიმლერის ქალიშვილი და კატრინის საყვარელი ბებია. გიმლერი აღმერთებდა თავის შვილს. მას რეგულარულად დაჰყავდა სამსახურში, ხშირად ურეკავდა და სწერდა წერილებს. მოფერებით პიუპის ეძახდა.

 

 

 

გიუდრუნი არ აღიარებდა მამამისის თვითმკვლელობას. მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ის მოკლეს. ომის შემდეგ ის და დედამისი დააპატიმრეს. 1946 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. გიუდრუნ ბერვუტცი გარდაიცვალა 2018 წელს, 88 წლის ასაკში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი