logo_geo
მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ გადაშენდნენ მამონტები
- +

11 თებერვალი. 2020. 13:43

 

 

გენეტიკური გამოკვლევების შედეგმა აჩვენა, რომ კუნძულ ვრანგელზე მოსახლე უკანასკნელი ბეწვიანი მამონტები შესაძლებელია მრავალი გენეტიკური დეფექტით იტანჯებოდნენ, რამაც საბოლოოდ მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი.

 

მამონტებმა გადაშენება 10-11 ათასი წლის წინ დაიწყეს. თუმცა კუნძულ ვრანგელის მამონტებში, რომლებიც ამ ტიპის მამონტების უკანსკნელი წარმომადგენლები იყვნენ,  პოპულაცია კიდევ ექვსი ათასწლეული იყო შენარჩუნებული.

 

სტატია, რომელიც კვლევას აღწერს, ჟურნალ „Genome Biology and Evolution“-ში გამოქვეყნდა.

 

ამერიკელმა მკვლევარებმა ვინსენტ ლინჩის ხელმძღვანელობით, გაარკვიეს, რით იტანჯებოდნენ და რატომ გადაშენდნენ უკანასკნელი მამონტები ოთხი ათასი წლის წინ.

 

2017 წელს მეცნიერებმა, რომლებიც მამონტების გენებს სწავლობდნენ, კუნძულ ვრანგელის მამონტებს გენეტიკური მუტაცია აღმოუჩინეს.

 

თუ პოპულაციის დაბალ მაჩვენებელსაც (100-300 ცხოველი) გავითვალისწინებთ, მეცნიერების ვარაუდით, მამონტების კვდომა სწორედ გენეტიკურ მუტაციებს უკავშირდებოდა. მცირერიცხოვან პოპულაციებში გარდაუვალია ახლონათესაური შეჯვარება, რის შედეგადაც სახეობაში მკვეთრად იზრდება მავნე მუტაციების რაოდენობა, რაც საბოლოოდ გადაშენებას იწვევს.

 

როგორც 2017 წლის კვლევაშია განმარტებული, მამონტები დამანგრეველ მუტაციებს აგროვებდნენ.

 

„ჩვენ გვქონდა რაღაც მსგავსი ეჭვი და ყველაფერი ლაბორტაორიაში მუტაციური გენის აღდგენით გავარკვიეთ. ჩვენ ფაქტიურად აღვადგინეთ კუნძულ ვრანგელის მამონტების გენი, რომ გაგვერკვია, შეეძლო თუ არა მუტაციას ზიანის მიყენება“, - აცხადებს ვინსენტ ლინჩი.

 

მეცნიერებმა გენების საკმაოდ მავნე მუტაცია აღმოაჩინეს. მუტაციას ის გენები განიცდიდნენ, რომლებიც პასუხს ნაყოფიერებაზე და ნევროლოგიურ განვითარებაზე, ასევე ინსულინის სიგნალების გადაცემაზე ახდენდნენ.

 

მეცნიერები თვლიან, რომ კუნძულის იზოლირებული გარემო მამონტებს მტაცებლებისგან თავდაცვაში დაეხმარათ, თუმცა, გენეტიკურმა ფაქტორმა ისინი დაღუპვამდე მიიყვანა.

 

 

big_banner
არქივი