logo_geo
აშშ მთვარის და მარსის ათვისების პროგრამების დაფინანსებას ზრდის
- +

11 თებერვალი. 2020. 14:43

 

 

თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესს NASA-ს კოსმოსურ პროგრამებზე 2021 წლის ბიუჯეტში 25.2 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ „Deutshce Welle“ წერს.

 

„ბიუჯეტის ფინანსების გაზრდა ინოვაციურ პროგრამებს მოხმარდება. აღნიშნული პროგრამები ასტრონომების მთვარეზე დაშვებას შესაძლებელს გახდის. გარდა ამისა გაზრდილი დაფინანსება მისიებსა და ტექნოლოგიებსაც დაუჭერს მხარს, რომელიც შემდგომ გამოკვლევებში დაგვეხმარება“, - აღნიშულია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

გამოცემის ინფორმაციით, თანხის ნახევარი მთვარის და მარსის ათვისების პროგრამებს მოხმარდება. კერძოდ, საუბარია მთვარის მოდულზე, სკაფანდრების შექმნასა და მარსზე რობოტიზირებული მისიების მომზადებაზე. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ბიუჯეტი 12%-ით გაიზარდა. 

 

2019 წლის მაისში NASA-მ მთვარის შესწავლის პროგრამა „არტემიდა“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანის დედამიწის თანამგზავრზე დაბრუნება 2024 წელს იგეგმება, 2028 წელს კი მთვარეზე მუდმივი ბაზა შეიქმნება. მარსზე ასტრონავტების დაშვებას კი NASA 2033 წელს გეგმავს. 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი