logo_geo
მხატვარი ქვისგან ხელოვნების არაჩვეულებრივ ორნამენტებს ქმნის
- +

11 თებერვალი. 2020. 14:45

 

 

მხატვარმა და სკულპტორმა უელსიდან ჯონ ფორმანმა საკუთარ შემოქმედების მიმართულებად ლენდ-არტი აირჩია. ეს მიმართულება ნაწარმოებს ბუნებრივ ლანდშაფტთან აერთიანებს.

 

ფორმანმა სახელი იმით გაითქვა, რომ ადგილობრივ პლაჟზე, ქალაქ პემბროკშირში, სკულპტურებს ქვისგან ქმნიდა. ხოლო მასალებს საკუთარი შემოქმედებისთვის, ამავე პლაჟზე პოულობდა.

 

ამის მეშვეობით მან ჟურნალისტების და გამვლელების ყურადღება დაიმსახურა. ახლა ის პლაჟზე ქვებისგან მანდალებს და ორნამენტებს ქმნის.

 

როგორც მხატვარი აღნიშნავს, მას ორნამენტი ზოგჯერ მაშინვე წარმოუდგება, ზოგჯერ კი შთაგონება განსაკუთრებული ქვების პოვნის ან მუშაობის პროცესში მოსდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი