logo_geo
ეროსი მანჯგალაძის და მათხოვრის უჩვეულო ისტორია
- +

11 თებერვალი. 2020. 15:06

 

 

გენიალურ ქართველ მსახიობს ეროსი მანჯგალაძეს ფეხით სიარული ჰყვარებია. სახლიდან სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე, თურმე, ხშირად ფეხით დადიოდა. იმხანად, ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მოწყალების მთხოვნელი მჯდარა, რომელსაც მსახიობი ისე არ ჩაუვლიდა, რომ მისთვის ქუდში მანეთიანი არ ჩაედო.

 

ერთ დღესაც, „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ „ტრადიციული რიტუალი“ შეესრულებინა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მოღიმარი სახით ელოდა. ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა... გამვლელ-გამოვლელებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე იცნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში „მოსამართლის“ უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო...

 

ეროსიმ საათს დახედა. მთელი შეგროვებული თანხა მათხოვარს თავის ქუდში ჩაუცალა და უთხრა, „აი, ძმაო, მთელი წლის, ჩაიბარეო“. შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისკენ...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი