logo_geo
კანადელმა მეცნიერებმა დინოზავრის ახალი ტიპი აღმოაჩინეს
- +

11 თებერვალი. 2020. 17:27

 

 

კანადელმა მკვლევარებმა დინოზავრის ახალი ტიპი Thanatotheristes degrootorum აღმოაჩინეს. მას საკმაოდ „შემზარავი“ გარეგნობა ჰქონდა და როგორც ირკვევა, თავის ახლო ნათესავებზე ტირანოზავრებზე ბევრად უფრო სასტიკი იყო.

 

დინოზავრის თავის ქალის ნაწილები, პირველად შემთხვევით ოჯახურმა წყვილმა ალბერტის პროვინციაში, მდინარე ბოუს ნაპირზე ჯერ კიდევ 2010 წელს აღმოაჩინა.

 

მოგვიანებით კი მკვლევარებმა მსგავსი თავისქალა ისევ აღმოაჩინეს.

 

აღმოჩენის დეტალურის შესწავლის შემდეგ, პალეონტოლოგმა ჯარედ ვორისმა განაცხადა, რომ საქმე დინოზავრების სრულიად ახალ ტიპთან ჰქნოდათ. კვლევის შედეგები „Cretaceous Research“-ზე გამოქვეყნდა.

 

აქამდრე უცნობი დინოზავრი ტირანოზავრთა ოჯახს ეკუთვნის. Thanatotheristes degrootorum სიმაღლეში 2,4 მეტრს აღწევდა, სიგრძე - დაახლოებით 8 მეტრს, პირის ღრუ კი 7-სანტიმეტრიანი კბილებით ჰქონდა შეიარაღებული.

 

სიტყვა Thanatotheristes ბერძნულად „სიკვდილის მოსავალს“ ნიშნავს, რაც დინოზავრის ჩვევებს სრულად შეესაბამება. ისინი მტაცებლებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ბალახისმჭამელი დინოზავრებითა და სხვა ცხოველებით იკვებებოდნენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი