logo_geo
ესპანეთში პრეისტორიულ საკურთხეველს მიაკვლიეს
- +

11 თებერვალი. 2020. 17:53

 

 

ესპანეთში ასობით ნახატით შემკული „პალეოლითის საკურთხეველი“ აღმოაჩინეს. არტეფაქტი დაახლოებით 15 ათასი წლისაა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური საინფორმაციო სააგენტო „EFE“ ავრცელებს.

 

აღმოჩენას კატალონიაში, Cova de la Font-ის მღვიმეში მიაგნეს.

როგორც ესპანელი მეცნიერები აცხადებენ, ეს კატალონიური არქეოლოგიის ისტორიაში წინგადადგმული დიდი ნაბიჯია.

ნახატების უმეტესი ნაწილი ისეთი ცხოველების გამოსახულებებია, როგორიცაა ირემი, ცხენები და ხარი, ასევე, აბსტრაქტული სიმბოლოები და ფიგურებიც.

 

ამჟამად მკვლევარები მღვიმეების ნახატების დოკუმენტირებას, 3D სკანირების გამოყენებით ახდენენ.

 

 

big_banner
არქივი