logo_geo
ირმები ამერიკელებთან „ფურშეტზე“ მივიდნენ
- +

11 თებერვალი. 2020. 18:04

 

 

კოლორადოს შტატის ერთ-ერთი ქალაქიდან სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებენ, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ კვებავენ ადგილობრივები გარეულ ირემს.

 

ირემი სახლში მშვიდად შედის, სადაც მას ხილითა და ბოსტნეულით უმასპინძლდებიან. ის სტაფილოს მშვიდად მიირთმევს, რის შემდეგაც მას ბანანები და ვაშლებიც ელოდება.

 

როგორც ირკვევა, ამ ქალაქში ირემი ხშირი სტუმარია.

 

მიუხედავად ადგილობრივების გულუხვობისა, გარემოსდაცვითი სამსახურები მათ ურჩევენ, ირმების გამოკვებისგან თავი შეიკავონ.

 

„ეს საკმაოდ ეგოისტური და საშიში საქციელია როგორც ცხოველებისთვის, ასევე ხალხისთვისაც. ველური ბუნება ველურად უნდა დარჩეს. ირმები შინაური ცხოველები არ არიან“, - აღნიშნულია „Colorado Parks Wildlife“-ის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი