logo_geo
„Airbus“-მა თვითმფრინავის ახალი მოდელი წარადგინა
- +

12 თებერვალი. 2020. 13:24

 

 

სამშაბათს სინგაპურის ავიასალონში, კომპანია „Airbus“-მა სამომავლო თვითმფრინავის მოდელი წარადგინა.

 

გარეგნულად თვითმფრინავი „ვარსკვლავური ომების“ გაგრძელებას ჰგავს. ამასთან ერთად მოდელი ისეა შექმნილი, რომ მან საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად შეამციროს. ასევე ის ნახშირბადის ჰაერში გამოყოფასაც შეამცირებს. კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გამო, ამ ამოცანებთან გამკლავებას ყველა გიგანტი ავიაკომპანია ცდილობს.

 

კორპუსისა და ფრთების ერთ გლუვ ფორმაში გაერთიანების გზით, „Airbus“-ის კონსტრუქტორები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი საწვავის მოხმარებას 20 პროცენტით შეამცირებს.

ახალმა მოდელმა სახელწოდებით „Maveric“, პირველი საზაფხულო გამოცდა გასული წლის ივნისში საფრანგეთში წარმატებულად გაიარა. ახალი მოდელის გამოცდა ტულუზის პოლიგონთან ახლოს, 2020 წელსაც გაგრძელდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი