logo_geo
ელისაბედ მეორის ბინა იყიდება
- +

12 თებერვალი. 2020. 13:39

 

 

მოსკოვში გასაყიდად ბინა გამოიტანეს, რომელიც ფორმალურად დედოფალ ელისაბედ მეორეს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „7дней.ru“ ავრცელებს.

 

ბინა, რომლის საერთო ფართობი 250 კვადრატული მეტრია, მოსკოვში, ობიდენსკის პირველ შესახვევში, მაცხოვრის ტაძართან ახლოს, საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.

 

ერთი კვადრატული მეტრის ფასი შესაძლოა 1−1,5 მილიონ რუბლად შეფასდეს. რატომ გამოიტანეს ელიტური ბინა გასაყიდად, ჯერჯერობით უცნობია.

 

„7дней.ru“-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბინაში კანადის საელჩოს თანამშრომლები ცხოვრობენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი