logo_geo
მზის დაბნელების კადრები უდაბნოში – შთამბეჭდავი ფოტოკოლაჟი
- +

12 თებერვალი. 2020. 17:00

 

 

ყველა ფოტოგრაფი ეძებს ადგილს და გარემოს, სადაც შთამბეჭდავ, გასაოცარ და დაუვიწყარ კადრს დაიჭერს.

 

როგორც ამბობენ, ყველა შთამბეჭდავ ფოტოს ერთი საერთო აქვს - ფოტოგრაფის საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩენა.


სწორედ განსაკუთრებული კადრების ძიებითაა დაკავებული ფოტოგრაფი ჯოშუა კრიპსი, რომელმაც  უდაბნოში მზის დაბნელების კადრები აღბეჭდა.

 

ის აცხადებს, რომ განსაკუთრებული კადრის დაჭერას ზოგჯერ მრავალთვიანი მომზადება სჭირდება, ზოგჯერ კი - უბრალო ბედნიერი შემთხვევითობა.


მზის დაბნელების კადრების აღბეჭვდაზე საუბრისას, ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ  ასეთი გასაოცარი  კადრები  თვეების მომზადების შედეგია,  როდესაც მან გაარკვია, რომ 2019 წლის დეკემბერში ახლო აღმოსავლეთში  მზის დაბნელება იქნებოდა, მან მაშინვე დაგეგმა მოგზაურობა, რომ ეს ყველაფერი ფოტოფირზე აღებეჭდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი