logo_geo
ვან გოგის ნახატი, რომელიც ადრე 5 დოლარად იყიდეს, დღეს შესაძლოა 20 მილიონად გაყიდონ
- +

12 თებერვალი. 2020. 19:22

 

 

ლონდონის გალერეა Simon Dickinson-ის დირექტორის ჯეიმს რაუნდელის განცხადებით, მარტში ბაზრობა  TEFAF-ზე ვან გოგის ნახატს „გლეხის ქალი სოფლის სახლში“ გაყიდიან.

 

ეს სურათი ყველა მხრივ უნიკალურია. ითვლება, რომ იგი მხატვრის პირველი ნამუშევარია, რომლის გაყიდვაც მხატვარმა მოახერხა.

 

ნიდერლანდებში ნახატი ინგლისელმა ტურისტმა შეიძინა. გარდა ამისა, სურათის სამგზავრო ისტორია ჰოლივუდის ფილმის მსგავსია, რადგან მის მფლობელთა უმეტესობამ ვერც კი გააცნობიერა, თუ რამდენად ღირებულ ნახატს ფლობდნენ.

1929 წელს, ჯონ ჰოლმმა ბრიტანული ქალაქ სტაფორდიდან, „გლეხის ქალი“ ერთი კლიენტისგან, მარცვლეულის ვალის საფასურად მიიღო.  ნახატი ჰოლმს სახლში ჰქონდა შენახული, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მან იგი სხვენში აიტანა, სადაც 1967 წელს იგი ფერმერის პენსიონერმა ვაჟმა, ჩარლზმა აღმოაჩინა. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

მამაკაცმა გადაწყვიტა ტენდერი გამოეცხადებინა და სხვა ნივთებთან ერთად ვანგ გოგის ნახატიც გაიტანა გასაყიდად, რის შედეგადაც ნახატი ახალი მფლობელის ხელში სულ რაღაც 5 დოლარად მოხვდა.

 

რა ბედი ეწია ამის შემდეგ ნახატს, უცნობია. როგორც ირკვევა, ნახატი იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი გროსომ, შემთხვევით ლონდონის პატარა მაღაზიაში, ძველ ნივთებთან ერთად აღმოაჩინა და 58 დოლარად გამოისყიდა. შემდეგ კი, ნაცნობ ხელოვნებათმცოდნეს გამოსაკვლევად გადასცა.

 

უკვე 1969 წელს ვინსენტ ვან გოგის „გლეხის ქალი სოფლის სახლი“ ლონდონში გამართულ გამოფენაზე პირველად გამოჩნდა.

 

ხოლო 1970 წელს გროსომ ნახატი აუქციონზე  ჰოლივუდის პროდიუსერ ჯოზეფ ლევინს 110 ათასი დოლარად მიჰყიდა. მან 13 წლის შემდეგ იგი 390 ათასად გადაყიდა, ხოლო 1985 წელს, ნახატი ამჟამინდელ მფლობელთან 1,7 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ აღმოჩნდა.

 

სურათის ნამდვილმა მეპატრონე მისი გაყიდვა ლონდონში, აუქციონზე მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. ვარაუდობენ, რომ ვან გოგის ტილო შეიძლება 15-20 მილიონ დოლარად გაიყიდოს.

 

 

big_banner
არქივი