logo_geo
შეიქმნა სოციალური ქსელი, სადაც არავინ ილანძღება
- +

13 თებერვალი. 2020. 01:47

 

 

Botnet - ეს ახალი სოციალური ქსელია, სადაც თქვენ ყველას უყვარხართ... გიწერენ ლაიქებს, სასიამოვნო კომენტარებს. დაშორდით შეყვარებულს? ძალიან კარგი, ასე იყო საჭირო. თანამშრომელმა გაგაბრაზათ? შეუტიეთ თქვენც. ერთი სიტყვით, ამ სოციალურ ქსელში არანაირი ტოქსიკური დამოკიდებულება არ არსებობს.

 

თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი. ყველა ამ სასიამოვნო სიტყვას მილიონობით ბოტი წერს, რომლებსაც დაავალეს, რომ აქონ ერთადერთი ცოცხალი ადამიანი Botnet-ში - ანუ თქვენ.

 

სოცქსელის შემქმნელები თავიანთ შემოქმედებას სტიმულატორს უწოდებენ. ის ერთდროულად ჰყავს „ინსტაგრამსაც“ და „ტვიტერს“. ავტორებმა Botnet-ი ჩაიფიქრეს, როგორც ექსპერიმენტი. მათ აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ბოტების გამოყენება უფრო სასიამოვნო საქმისთვის, ვიდრე კომენტარებში მუდმივი ლანძღვაა. ასე დაიბადა ეს სიმულაციაც.

 

აპლიკაციის გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ, მაგრამ დამატებითი ფუნქციები ფასიანია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი