logo_geo
ბაღდადში, საუკუნეში მეორედ, უხვი თოვლი მოვიდა
- +

13 თებერვალი. 2020. 11:19

 

 

ბაღდადის მოსახლეობა  მოულოდნელი თოვლის შედეგად გახარებულია. ხალხი გარეთ თოვლის ბაბუების გასაკეთებლად ან საგუნდაოდ გამოვიდა.

 

ერაყის დედაქალაქში მსგავსი მოვლენის მომსწრეები 2008 წელსაც გახდნენ.  მაგრამ იმ დროს თოვლი სველი და მდნარი იყო. თოვლმა მაშინ მიწა ვერც კი დაფარა.

 

AFP-ის ცნობით კი,  ბაღდადში ახლა მოსული თოვლის მსგავსი თითქმის ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი