logo_geo
შოტლანდიის სანაპიროზე ქარიშხალმა ამოუცნობი არსების ჩონჩხი მოიტანა
- +

13 თებერვალი. 2020. 12:07

 

 

ქარიშხალმა „კიარამ“  შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვის იდუმალი არსების ჩონჩხი გამოიტანა. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

ჩონჩხი აბერდინშირის ოლქის სანაპიროზე 9 თებერვალს აღმოაჩინეს, როდესაც რეგიონში ქარის სიჩქარე 144კმ/სთ-ს აღწევდა.

 

სოციალურ ქსელში უკვე გაიმართა ფართო კამათი იმის შესახებ თუ რა ცხოველს ეკუთვნოდა ჩონჩხი. ბევრი მას ვეშაპად მიიჩნევს.

 

ზღვის ბიოლოგიის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ერთი ფოტოთი ცხოველის ინდეტიფიცირება უჭირთ.

 

„სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ფოტოთი რამის დადგენა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რომელიღაც სახეობის ვეშაპია. ჩვენ სხვა რაკურსითაც გვჭირდება ფოტოები“, - აცხადებს აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ლუსო.

 

ჩონჩხის ირგვლივ გაურკვევლობამ უკვე წარმოშვა ვერსია, რომ ის შეიძლება ლოხ-ნესის ტბის მითიურ ნესის უკავშირდება.

 

„ნესი მისდა საუბედუროდ ზღვაში აღმოჩნდა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. სხვა კომენტატორები კი აღნიშნავენ, რომ ნესი ზღვის მარილიან წყალს ვერ შეეგუა და ამიტომ დაიღუპა.

 

პირველად ლოხ-ნესის მონსტრის შესახებ ინფორმაცია, შოტლანდიელი ბერის VI-ის ხელნაწერებში გვხდება.

 

ქმნილება მასიური სხეულით და გრძელი კისრით - მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფენომენი გახდა. მიუხედავად თვითმხილველთა უამრავი მტკიცებულებისა, რომლებმაც  მონსტრი უშუალოდ დაინახეს, მისი არსებობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული.

 

 

 

big_banner
არქივი