59 წლის ტეხასელი ალან მერფი ტეხასიდან ფოტონადირობაზე ბრიტანეთის კოლუმბიაში გაემგზავრა, სადაც მრავალი სახეობის ფრინველი ბინადრობს.
ველური ბუნების ფოტოგრაფს ნამდვილად გაუმართლა. ტყის სიღრმეში, ხის ფონზე მან წვეროსანი „უხილავი“ ტყის ბუ შენიშნა.
მერფი 5 წლის ასაკიდან აკვირდება ფრინველებს და კანადაში მათ გადასაღებად ყოველ ზამთარს მოგზაურობს.
წვეროსანი ტყის ბუ, ბუების ოჯახში ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ისინი კანადაში, ასევე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კოლის ნახევარკუნძულზე არიან გავრცელებულნი.