logo_geo
მეცნიერებმა პრეისტორიული ხანის კუს ბაკანს მიაკვლიეს
- +

13 თებერვალი. 2020. 17:08

 

 

კოლუმბიაში ტატაკოას უდაბნოში  2,5 მეტრი სიგრძის ბაკანი აღმოაჩინეს. ბაკანი პრეისტორიული ხანის კუს Stupendemys geographicus ეკუთვნოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Science Advances“ ავრცელებს.

Stupendemys geographicus დედამიწის ისტორიაში უდიდესი მტკნარი წყლის კუები იყვნენ, 600 კგ-დან 2 ტონამდე იწონიდნენ. ისინი 5-13 მილიონი წლის წინათ, თანამედროვე ბრაზილიის, კოლუმბიისა და ვენესუელის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ.

 

ამ ტიპის კუების ნაშთები პირველად 1970 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მათ შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი.

 

კოლუმბიის როსარიოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა, კუს ბაკანზე გადაშენებული ნიანგების მიერ დატოვებული ნაკბილარებიც აღმოაჩინეს.

 

მეცნიერები სამხრეთ ამერიკაში ნამარხების ძებნის გაგრძელებას აპირებენ. გადაშენებულ სახეობებს შეუძლიათ კონტინენტის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას შუქი მოჰფინონ.

 

 

 

big_banner
არქივი