logo_geo
სიცილიის თავზე „მფრინავი თეფში“ გამოჩნდა
- +

13 თებერვალი. 2020. 17:40

 

 

თებერვლის შუა რიცხვებში ადგილობრივებსა და ტურისტებს შეეძლოთ, იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ვულკან ეტნას თავზე თვალწარმტაცი მოვლენის მომსწრე გამხდარიყვნენ.

 

ვულკანის მაღლა უზარმაზარი ლენტიკულარული, ანუ ლინზისებრი ღრუბელი ჩამოწვა, რომელიც უდიდეს მფრინავ თეფშსაც წააგავდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ „მფრინავი თეფში“ მზის ჩასვლისას გამოჩნდა, მას უჩვეულო ფერიც დაჰკრავდა. მის შემხედვარეს, თავი ფანტასტიკური ფილმის ჟანრშიც ეგონებოდა.

 

ლინზისებრი ღრუბლები საკმაოდ იშვიათია. ჩვეულებრივ, ისინი მთის მწვერვალების მახლობლად ჩნდებიან და ჰაერში დიდხანს ჩერდებიან.

 

 

 

 

big_banner
არქივი