ვაშინგტონში ადგილობრივების ძაღლმა დათვის ბელი იპოვა და სახლში წაიყვანა. როცა ოჯახმა „სიუპრიზი“ შენიშნა, მათ მაშინვე ნადირობისა და თევზაობის დეპარტამენტს დაურეკეს.
დათვის ბელი მალევე ველური ბუნების ცენტრში მოათავსეს.
როგორც ვეტერინარები აღნიშნავენ, დათვის ბელი შესაძლოა 2-3 კვირის ასაკის იყოს. ის სრულიად ჯანმრთელია. დათვის ბელს მსუბუქად მხოლოდ გაუწყლოება აწუხებდა.
ბელი ინკუბატორში, კიდევ ერთ ბელთან ერთად მოათავსეს, რომელიც მხოლოდ ნახევარ კილოგრამს იწონის. ის ტყეში გაყინული იპოვეს და ძლივს გადაარჩინეს.
როგორც ვეტერინარები აცხადებენ, ბელები ყველაზე პატარები არიან, იმ ბელებს შორის, რომლებიც ოდესმე ცენტრში მოხვედრილან.