logo_geo
ინგლისელმა მწერალმა საკუთარი წიგნის გარეკანი თბილისის „დინამოს“ ფოტოთი დაამშვენა
- +

14 თებერვალი. 2020. 12:22

 

 

უკანასკნელი პერიოდის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული წიგნი ფეხბურთის შესახებ - „დროში გაყინული ტურნირი“.

 

აღნიშნული წიგნი ეხება ჩვენთვის კარგად ნაცნობ თასების მფლობელთა თასის გათამაშებას, მის დაარსებას, განვითარებასა და გაუქმების მიზეზებს.

 

წიგნის ავტორია სტივენ სკრეგი - ინგლისელი მწერალი, რომელიც „ლივერპულის“ მხურვალე გულშემატკივრობით გამოირჩევა.

 

ამის გარდა, „წითლების“ ქომაგი სხვადასხვა სტატიებსა და ბლოგებს ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდებისთვისაც წერს.

 

რაც შეეხება „დროში გაყინულ ტურნირს“, საინტერესოა ის, რომ აღნიშნული წიგნის გარეკანს თბილისის „დინამოს“ ფოტო ამშვენებს.

 

სურათზე ხედავთ 1981 წლის თასების თასის ფინალის ერთ-ერთ ფრაგმენტს, რომელშიც ჩვენი თანამემამულეები იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდნენ.

 

ტაბლოზე ჩანს, რომ ანგარიში „ლურჯ-ყვითლებმა“ გახსნეს, მაგრამ ქართველებმა მოგვიანებით აღნიშნული ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქამბექი გამოადნეს. ასე გამოიყურება ალბიონელი მწერლის წიგნის გარეკანი:

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი