logo_geo
ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება
- +

14 თებერვალი. 2020. 15:24

 

 

იტალიაში, ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „VVox“ ავრცელებს.

 

საუბარი პატარა კუნძულ ტესერაზეა. კუნძულ ტესერას ფართობი 4100 კვადრატული მეტრია. ის ერთ-ერთ იტალიელ დეველოპერს ეკუთვნის, რომელსაც კუნძულზე კურორტის მოწყობა სურდა, თუმცა, როდესაც ფინანსური პრობლემები შეექმნა, კუნძულის გაყიდვა გადაწყვიტა.

 

კუნძულის საწყისი ფასი 2,2 მილიონი ევროა. აუქციონი 3 მარტს უნდა გაიმართოს.

 

კუნძულის გაყიდვა მფლობელმა 2019 წელს სცადა, თუმცა, 3,2 მილიონი ევროს გადახდის მსურველი ვერ მოიძებნა.

 

ვენეციის ლაგუნაში 100-ზე მეტი კუნძულია. ბოლო წლებში, აუქციონზე ორი კუნძული - სან-კლემენტე და საკა-სესოლა გაიყიდა. კუნძულებზე, სადაც ადრე მუნიციპალური საავადმყოფოები მდებარეობდა, ახალმა მფლობელებმა სასტუმროები გახსნეს.

 

 

big_banner
არქივი