logo_geo
„ჩემსავით არ მოკვდეთ“ - ჯორჯ ბესტის ყველაზე ცნობილი გამონათქვამები
- +

14 თებერვალი. 2020. 15:52

 

 

 

ჩრდილოირლანდიელი სპორტსმენის, ბრიტანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ჯორჯ ბესტის ყველაზე ცნობილი გამონათქვამები:

 

სასმელი ერთადერთი მოწინააღმდეგეა, რომლის მოტყუებაც ვერ შევძელი“.

 

„გავიგე, რომ პოლ გასკოინს ახალ ჯორჯ ბესტს უწოდებენ. ნუთუ მასაც ჰქონდა სექსი ოთხ „მის მსოფლიოსთან?“

 

„ბექჰემმა მარცხენა ფეხით თამაში არ იცის, თავით თამაში არ იცის, ბურთისთვის ბრძოლა არ იცის, ბევრი გოლი ვერ გააქვს, დანარჩენში კი ის კარგი ბიჭია“.

 

„ერთხელ გასკოინს ვუთხარი, რომ მისი IQ მისი მაისურის ნომერზე ნაკლები იყო, მან კი მკითხა, თუ რა არის IQ?“

 

„არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება საფეხბურთო მოედნის მიღმა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩემზე. საბოლოოდ, მათ მაინც ჩემი თამაში ემახსოვრებათ“.

 

„თანამედროვე ფეხბურთელები 22-23 წლის ასაკში მილიონერები არიან და სიამოვნებას არა ფეხბურთისგან, არამედ აზარტული თამაშისგან, ნარკოტიკებისაგან და ალკოჰოლისგან იღებენ. მე კი თამაშისგან ვიღებდი სიამოვნებას. ახლა მოთამაშეები კუნთის ტრავმასაც კი დიდხანს მკურნალობენ, რადგან მათ მაღალ ხელფასს მაინც უხდიან“.

 

ბესტი რონალდუს შესახებ: „ახალი ჯორჯ ბესტი უკვე რამდენიმე მოთამაშეზე თქვეს. თუმცა, პირველად ხდება ისე, რომ ეს ჩემთვისაც კომპლიმენტია“.

 

„30 იარდიდან „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლი თუ „მის მსოფლიოსთან“ გატარებული ღამე? რთული არჩევნია, თუმცა საბედნიეროდ ცხოვრებაში ერთიც გამიკეთებია და მეორეც“.

 

„1969 წელს ალკოჰოლზე და სექსზე უარი ვთქვი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე 20 წუთი იყო“.

 

„ცხოვრებაში მე ძალიან ბევრი დავკარგე... „მის კანადა“, „მის დიდი ბრიტანეთი“, „მის მსოფლიო“.

 

„ინგლისის ნაკრებს ჩემი სახლის უკანა ეზოში რომ ეთამაშა, ფანჯრებზე ფარდებს ჩამოვაფარებდი“.

 

ბესტის ბოლო ცნობილი ფრაზა: „ჩემსავით არ მოკვდეთ!“

 

big_banner
არქივი