logo_geo
მესტიაში შენახული ყველაზე ძველი სახარება
- +

15 თებერვალი. 2020. 18:28

 

მესტიაში შენახული ყველაზე ძველი სახარება ყველაზე ძველი სახარება - „ადიშის ოთხთავი“ მესტიაში ინახება, რომელიც მწერალმა მიქაელმა კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში სანთლის შუქზე გადაწერა.

 

„წიგნზე მისტიური არაფერია ამქვეყნად. პირველად იყო სიტყვა და ამ სიტყვის გადმოცემა ესაა ხილული სასწაული.

 

ალბათ, ასე ფიქრობდა მწერალი მიქაელი, კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში, როცა სანთლის შუქზე მრგვლოვანი ხელით ეტრატზე სახარებას წერდა…

 

ალბათ, ასე ფიქრობდა მიქაელის დამკვეთიც – მონასტრის „განახლებით აღმშენებელიც“ დიდი სოფრონიც, როცა მიქაელს ოთხთავი შეუკვეთა.

 

ზუსტად ასე ფიქრობდა, ალბათ, ნიკოლოზ ჯუმათელიც, ვინც სოფრონის დაკვეთილი და მიქაელის მრგვლოვანი ხელით გადაწერილი სახარება XV საუკუნის მეორე ნახევარში ჯუმათის მონასტერში გადაიტანა.

 

და ასე ფიქრობდნენ ის სვანებიც, ვინც XVI საუკუნეში ხელნაწერი ოთხთავი ზემო სვანეთში, სოფელ ადიშში გადაიტანეს…

 

მას შემდეგ, ბევრი რამ გადაიტანა „ადიშის სახარებამ“…

 

ამბობენ, ერთ საღამოს მაჰმადიანმა ჩერქეზებმა გაიტაცეს, რადგანაც სჯეროდათ, რომ მას სასწაული ჯადოსნური უნარი ჰქონდა…

 

დაეწივნენ ადიშელები და დააბრუნეს სახარება ადიშში...

 

დღემდე ამბობენ: სვანეთში უკანასკნელი სვანიც, რომ დარჩეს ადიშის ოთხთავს არ დათმობსო...

 

და მე ის ვნახე: მდუმარე და დიადი - სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

 

შუშის უკან სხვა წიგნებთან ერთად...

 

შუშიდან ანათებდა.

 

უდროო, უხრწნელი, მარადიული სახარება, რომელიც სანთლის შუქზე 897 წელს მწერალმა მიქაელმა ტყავის ყდაში ჩასვა...

 

ხელნაწერებს, როგორც ჩემმა მანანა ვარადაშვილმა ამიხსნა, ადგილმდებარეობის მიხედვით ენიჭებათ სახელი – კლარჯეთში გადაწერილი ოთხთავი დღეს „ადიშის ოთხთავითაა“ ცნობილი, რადგანაც ადიშიდან დაფიქსირდა“, - აღნიშნა ესმა კუნჭულიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი