logo_geo
ახალ ზელანდიაში გიგანტური კალმარი დაიჭირეს
- +

17 თებერვალი. 2020. 18:18

 

ახალ ზელანდიაში წყლისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (NIWA) გუნდმა გიგანტური კალმარი დაიჭირა. კალმარი თითქმის 4 მეტრის სიგრძის და 109 კგ წონის არის.

 

ინფორმაცია ამის შესახებ, NIWA-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

 

მის ამოყვანას და კვლევით გემ „Tangaroa“-ს გემბანზე დასმას 6 ადამიანი დასჭირდა. NIWA-ს მკვლევარები, რომლებიც ახალი ზელანდიის ნაპირებზე ღირებულ თევზთა პოპულაციას სწავლობენ, კალმარს შემთხვევით გადააწყდნენ.

 

გიგანტური კალმარები თითქმის ყველა ოკეანეში გვხდება, თუმცა მათი დაჭერა საკმაოდ რთულია. ამ ცხოველების სიგრძემ, შესაძლოა რვა მეტრსაც მიაღწიოს.

 

ისინი, როგორც წესი, სიღრმეებში ცხოვრობენ.  კალმარები, რომლებიც მკვლევარების ხელში აქამდე აღმოჩენილან, ძირითადად უკვე მკვდრები იყვნენ, ამიტომ მათი ცხოვრების წესის შესახებ არაფერია ცნობილი.

 

ახალდაჭერილი კალმარი შესასწავლად ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი