logo_geo
გადამუშავებული ტვირთების რაოდენობით ფოთის საზღვაო ნავსადგური ლიდერობს
- +

19 თებერვალი. 2020. 15:10

 

2019 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა 17.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 2.1 მლნ ტონით აღემატება.

 

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს გაიზარდა ნავსადგურებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2019 წელს საზღვაო ნავსადგურებმა 647 816 ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 193 878 ერთეულით აღემატება.

 

გადამუშავებული ტვირთების მოცულობით ფოთის ნავსადგური ლიდერობს, რომელმაც გასულ წელს 8.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, მეორე ადგილზეა სუფსის საზღვაო ტერმინალი, რომელიც 2019 წელს 3.7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. 3.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა გასულ წელს ბათუმის ნავსადგურმა, 1.6 მლნ ტონა კი ყულევის ტერმინალმა.

 

ჯამურად, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს სატრანსპორტო დარგებმა 42.3 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2018 წლის მონაცემს მხოლოდ 0.2 მლნ ტონით აღემატება.

 

სატრანსპორტო დარგებიდან, გადაზიდული ტვირთების მოცულობით, საავტომობილო ტრანსპორტი ლიდერობს, რომელიც 2019 წელს 31.4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. მეორე პოზიციას ამ მიმართულებით სამოქალაქო ავიაცია იკავებს. სამოქალაქო ავიაციით, 2019 წელს 24.9 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, 10.9 მლნ ტონა ტვირთს კი რკინიგზა მოემსახურა.

 

big_banner
არქივი