logo_geo
ზურა ხაჩიძე: ძალიან მჭირდება და მინდა, ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად
- +

19 თებერვალი. 2020. 15:10

 

პირველ რიგში, მინდა, მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის“, - ამის შესახებ ყოფილმა მომღერალმა, ამჟამად კი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლეზე საუბრის დროს განაცხადა.

 

14 წლის წინ დავქორწინდით, ისე, 16 წელია ერთად ვართ. ძალიან კარგად მახსენდება ქორწილის დღე, მაშინ უფრო მეტი სიყვარელი გაგვაჩნდა ადამიანებს ერთამანეთის მიმართ. თბილი და მხიარული ქორწილი გამოგვივიდა. ბოლომდე გავერთეთ.

 

ურთულესი გზა გავიარეთ, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ხუთი წელი.

 

შეყვარებულ წყვილებს ვურჩევ, განსაკუთრებით მოუფრთხილდნენ ურთიერთობას პირველი 5 წელი. გვქონია ისეთი ეტაპები, როდესაც გვიჩხუბია, გვიკამათია და დანგრევის პირამდეც მიგვიყვანია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჯვრისწერის მადლმა, სიყვარულმა და პატივისცემამ ყველაფერი გადაგვალახინა.

 

მე ხათუნას სახით არა მარტო მეუღლე მყავს გვერდით, ის ჩემი ძმაკაციცაა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრია და არ მრცხვენია ამის თქმის. კრიტიკასაც მისგან უფრო ვიღებ.

 

პირველ რიგში, მინდა, მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის. პატიებას ვითხოვ, ამ 16 წლის მანძილზე თუ მასზე ხმა ამიწევია ან გული მიტკენია. დანარჩენი თვითონ იცის, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება და მინდა, ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად!“ - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

 

big_banner
არქივი