logo_geo
ინვალიდი ლეკვისა და მტრედის უჩვეულო მეგობრობის ისტორია
- +

19 თებერვალი. 2020. 16:52

 

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ძაღლი, რომელიც ვერ დადის, დაუმეგობრდა მტრედს, რომელიც ვერ დაფრინავს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი „ლანდი ქალაქ როჩესტერის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში  „The Mia Foundation“-ში  მოხვდა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების და თანდაყოლილი გადახრების მქონე ცხოველებზე ზრუნავს.

 

ლეკვის უკანა თათები არ ფუნქციონირებს, თუმცა, ის სხვა მხრივ ჯანმთელია. მალე ამავე ორგანიზაციაში მოხვდა მტრედიც, სახელად „გერმანი, რომელიც ვერ დაფრინავს.

 

გერმანმა და „ლანდმა“ საერთო ენა სწრაფად იპოვეს და მთელ დღეებს ერთმანეთთან ჩახუტებულები ატარებენ.

 

ისინი ერთად თამაშობენ, ჭამენ და დროს მშვენივრად ატარებენ.

 

 

 

big_banner
არქივი