logo_geo
ზღვამ 82 წლის წინანდელი წერილი გამორიყა
- +

20 თებერვალი. 2020. 15:20

 

55 წლის ბრიტანელმა ნაიჯელ ჰილმა, როდესაც კუნძულ ჯერსის პლაჟზე ძაღლს ასეირნებდა, შემთხვევით ბოთლი შენიშნა, რომელშიც წერილი იდო.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

 

მან წერილი ფრთხილად გახსნა. აღმოჩნდა, რომ წერილიანი ბოთლი 1938 წლის 5 სექტემბერს გადააგდეს ზღვაში.

 

როგორც გაირკვია, შეტყობინების ავტორი ბოთლის მპოვნელს მითითებულ მისამართზე  საკუთარი ფოტოს გაგზავნას სთხოვდა.

 

შეტყობინებიდან გაირკვა, რომ  ზღვას ბოთლი არცთუ შორს წაუღია - წერილის ავტორი ჯონ სტეიპლფორდი 402 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ბარნეტში, ჰერტფორდშირის საგრაფოში ცხოვრობდა.

 

ნაიჯელ ჰილმა გადაწყვიტა, ნაპოვნი წერილი ჯონ სტეიპლფორდის ნათესავებისთვის გადაეცა. ნაიჯელმა იფიქრა, რომ ეს მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა. თუმცა, მითითებულ მისამართზე სრულიად სხვა ადამიანები დახვდნენ, რომელებსაც ჯონ სტეიპლფორდის შესახებ არაფერი სმენოდათ. თუმცა, მათ გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტები შეემოწმებინათ, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ჯონ სტეიპლფორდი აღნიშნულ სახლს მართლაც ფლობდა. გაირკვა, რომ ჯონმა სახლი 1921 წელს შეიძინა.

 

სხვა ადგილობრივების დახმარებით ჰილმა ისიც გაარკვია, რომ ჯონი ბუღალტერად მუშაობდა, მის მეუღლეს კი ნელი ერქვა. ჯონ სტეიპლფორდი  1980 წლის 2 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო დღეები მან ნორფოლკში გაატარა.

 

 

 

 

big_banner
არქივი