logo_geo
ბერლინში „ჭკვიან“ ურნებს ტესტავენ
- +

22 თებერვალი. 2020. 17:14

 

გერმანიის დედაქალაქის ხელისუფლება  ახალი თაობის ნაგვის ურნას ტესტავს.

 

ახალი თაობის ნაგვის ურნებს სამჯერ მეტ ნარჩენების შენახვა შეუძლიათ. ისინი გამვლელებს „მადლობას“ უხდიან და გადატვირთვის შემთხვევაში ინფორმაციასაც გასცემენ.

 

მისი სახელია „მისტერ ფილი“. იგი მეტრზე ოდნავ მაღალია, მაგრამ ნათელი ფორთოხლისფერის წყალობით, იგი შორიდანანვე შესამჩნევია.

 

„მისტერ ფილი“ ბერლინის ყველაზე თანამედროვე ნაგვის ურნაა.

 

იგი მზის ენერგიით იკვებება, ნაგავი კი მასში უფრო მეტი თავსდება, ვიდრე სტანდარტულ ურნაში.

 

ნაგვის ურნის  შიგნით  სტანდარტული ყუთია მოთავსებული, რომლის მოცულობაა 120 ლიტრი. მაგრამ ურნა ისეა მოწყობილი, რომ  შემომავალი ნაგვის მოცულობას ის ხუთჯერ ამცირებს, ამიტომ ურნა 600 ლიტრ ნარჩენს ინახავს.

 

როგორც ნაგვის შეგროვების საქალაქო კომპანიის პროექტის ხელმძღვანელი ტილო მერცი აცხადებს ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებში სადაც უამრავი ტურისტია და ბევრი გამვლელი, სტანდარტული ნაგვის ურნები სწრაფად ივსება. ისინი დაცლას დღეში სამჯერ საჭიროებენ.

 

ხოლო ამ კონტეინერების დახმარებით, მათ სურთ  უზრუნველყონ, რომ მათი დაცლა მხოლოდ დღეში ერთხელ ან თუნდაც ორ დღეში ერთხელ მოხდეს.

 

ნაგვის ურნას ერთი საინტერესო თვისებაც აქვს, როგორც კი ის ორი მესამედით შეივსება, პანელი ყვითელდება, ხოლო როდესაც ყუთი 90 პროცენტით ივსება, პანელი წითელდება და კონტეინერი სიგნალს სადისპეტჩეროს უგზავნის.

 

ბერლინის გარდა, ამგვარ ნაგვის ურნას  ჰამბურგსა და ბრემენშიც ტესტავენ.

 

 

big_banner
არქივი