logo_geo
დათვების მხიარულმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს
- +

22 თებერვალი. 2020. 18:05

 

ველური ბუნების ფოტოგრაფებმა ქეით და ადამ რაისებმა ველური დათვების გასაოცარი კადრების  სერია შექმნეს.

 

მეუღლეები ორკვირიანი შვებულებით ალიასკაზე იმყოფებოდნენ.

 

ალიასკაზე მდებარე კატმაის ნაციონალური პარკი, მურა დათვების პოპულაციით საკმაოდ ცნობილია.

 

ცოლ-ქმარმა მურა დათვების ოჯახი მალევე შენიშნა.

 

დათვები მურტფილმის გმირებივით იქცეოდნენ. მათი ფოტოები კი ისეთი მხიარული გამოვიდა, რომ სოციალურ ქსელში პოპულარობა მალევე მოიპოვა.

 

როგორც ფოტოგრაფები განმარტავენ, სანამ დათვები ორ ფეხზე მოსიარუელ „უცნაურ არსებებს“ შეეჩვეოდნენ, მათ კარვებში დიდი ხნით მოუწიათ მოცდა.

 

დათვები ადამიანებს საბოლოოდ მაინც მიეჩვივნენ და ცოლ-ქმარს ახლოს მისვლის უფლებაც მისცეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი