logo_geo
წარმატებული ადამიანების ათი ჩვევა...
- +

12 მარტი. 2017. 12:08



თითქმის ყოველთვის, ჩვენი ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო წარმატებული ადამიანები არიან, მაგრამ რა განასხვავებს მათ სხვებისგან? წარმოგიდგენთ წარმატებული პრეზიდენტების, მსახიობების, ჟურნალისტების, მომღერლებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენლების მარტივ საიდუმლოებებს. თითოეული მათგანი იყენებს 10 ხრიკს წარმატების მისაღწევად.


1. ისინი ემზადებიანი წინასწარ - ადრიანად ალაგებენ ბარგს, იმზადებენ საჭირო ნივთებს, ტანისამოსს და ა.შ. ასე რომ, მაღვიძარას დარეკვისას მათი ერთადერთი ქმედება წასვლაა.

 

11700360-Oprah-1486937513-650-9f46d50ba3-1487237919

 

 

2. ისინი იცავენ ბალანსს - როდესაც ადამიანები იკავებენ თანამდებობებს, ისინი იწყებენ საუბარს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დასვენება, სიყვარული და ახლობლებთან ურთიერთობა. როდესაც ამ ყველაფერზე იტყვით უარს, ნამდვილად დაითრგუნებით და  წარმატებაც გაქრება.

 

11700460-obamas-1487157284-650-ae02fd995e-1487237919

 

 

3. ისინი ისახავენ განსაკუთრებულ მიზნებს - ,,მე მინდა ჯანდაბა" ან ,,მე მინდა ხელშეწყობა" - უბრალოდ არ არის საკმარისი. თქვენს მიზნებს ჭირდება, სულ ცოტა, წარუმატებლობა იმისთვის, რომ გადადგათ წარმატებული ნაბიჯები. გაერკვიეთ რა არის პირველი ნაბიჯი - დაჯავშნით ბილეთს საცუარო აუზზე თუ დარჩებით სამსახურში გვიანობამდე.

 

11700860-ss1-1487087385-650-d058bd444c-1487237919

 

4. ისინი ვარჯიშობენ - წარმატებული ადამიანების უმრავლესობა ვარჯიშობს და ეს მათ ეხმარება ენერგიულობის შენარჩუნებასა და ორიენტაციის გაუმჯობესებაში.

 

11700910-reese-witherspoon-in-shorts-leaving-the-gym-in-brentwood-april-2014_6-1487237068-650-4db926966a-1487237919

 

5. ისინი მოქმედებენ -  ეს ხალხი წარმატებულები არიან, რადგან ისინი მოქმედებდნენ ოცნებებზე დაყრდნობით. თუ თქვენ გაქვთ იდეა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი წარმატება, დაიწყეთ მცირე ნაბიჯების გადადგმა მისი განხორციელებისთვის. თქვენ არასდროს იცით, სად და როგორ შეიძლება დაგხვდეთ თქვენი ეს პატარა მოქმედება.

 

11701060-QB-1487088158-650-742f543caf-1487237919

 

6. შეუპოვრობის გამომჟღავნება - 13-მა რედაქციამ როულინგის ნამუშევრები უარყო; მაიკლ ჯორდანი უმაღლესი სკოლის კალათბურთის გუნდში ვერ მოხვდა; ვოლტ დისნეი გამოაგდეს საგაზეთო რედაქციიდან, ფანტაზიის ნაკლებობის გამო; მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები განაგრძობდნენ ოცნებას, მაშინაც კი, როცა შანსები არ იყო. თავადაც ხედავთ სად არიან ახლა ისინი.

 

11701510-jkro-1486937202-650-5634578a88-1487237919

 

7. ისინი ითხოვენ დახმარებას - არავინ აღწევს დიდ წარმატებას მარტო. სიბრძნისა და ცოდნის საუკეთესო წყარო შენს გარშემო მყოფ ხალხია. თავი მოუყარეთ მათ ტვინებს, აზრებს, შესაძლებლობებს. ისინი შეიძლება დაგეხმარონ იმ გზის პოვნაში, რომელსაც მანამდე ვერასდროს შეამჩნევდით.

 

11701660-jennifer-aniston-and-courteney-cox-friendship-1487236712-650-252703ac62-1487237919

 

8. მათ აქვთ პრიორიტეტები - ბევრი წარმატებული ადამიანი ირჩევს პრიორიტეტებს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთების ან ქმედებების სიიდან, რათა გამარტივდეს მათი დაძლევა.

 

11702210-devil-wears-prada-miranda-priestly-main-1487157158-650-749829a396-1487237919

 

9. ისინი ადრიანად იღვიძებენ - მართალია მიმზიდველად არ ჟღერს, თუმცა ადრე ადგომა ზრდის ჩვენს პროდუქტიულობას. წარმატებული ადამიანები გამთენიისას დგებიან, რადგან ამ  დროს ტვინი ყველაზე კარგად მუშაობს.

 

11702510-audrey-hepburn-cat-breakfast-tiffanys-sleeping-1487156543-650-2acddde464-1487237919

 

10. ისინი კითხულობენ - წიგნები, სტატიები, პოეზია - ეს ყველაფერი აფართოებს თქვენს ცოდნას. არსებობს ბრძნული გამონათქვამი - ,,გონებას ისე ჭირდება წიგნები, როგორც ხმალს სალესი ქვა".

 

11702010-emmaw-1486936135-650-b4702e6e6c-1487237919


წყარო: http://studinfo.edu.aris.ge/

 

 

 

big_banner
არქივი