logo_geo
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 11 წლის წინ დაკარგულ კატას პატრონი კვლავ დაიბრუნებდა.
- +

26 თებერვალი. 2020. 12:45

 

ეს უცნაური შემთხვევაა, თუმცა, ოჯახისთვის, რომელმაც ფუმფულა ბინადარი დაიბრუნა სასიხარულო აღმოჩნდა.

 

რამდენიმე ხნის წინ ნიუ-იორკში პატრონმა 11 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა. მათი შეხვედრა ცხოველთა თავშესაფრის წამომადგენელმა, კეროლ ო კონელიმ  ფოტოებზე გადაიღო.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში კატა კეროლის სახლის სიახლოვეს ბინადრობდა - ცხოველი თითქოს გრძნობდა, რომ მას დაეხმარებოდნენ

 

კეროლმა უპატრონო კატასთან მიახლოება და მოფერება გადაწყვიტა. ქალს სურდა გაეგო, ჰქონდა თუ არა ცხოველს მიკროჩიპი და ის მართლაც აღმოაჩინა. მან ამ ჩიპის დახმარებით, კატის პატრონს მიაგნო.

 

კატის პატრონი, მეგი, თავის ფუმფულა ბინადართან შესახვედრად, თავშესაფარში შეტყობინებისთანავე წავიდა. ბოლოს მან შინაური ბინადარი 11 წლის წინ ნახა, როდესაც ცხოველი 3 წლის იყო.

 

 

კატა ტაიგერი დიდი ხნის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, თუმცა, ვეტერინარული შემოწმების შემდეგ, ის სრულიად ჯანმრთელი აღმოჩდა.

 

თავშესაფრის თანამშრომლებმა კატისა და პატრონის სასიხარულო შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გაავრცელეს. ქალს შინაური ცხოველის პოვნის ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, თუმცა, ცხოვრებაში სასწაულებიც ხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი