logo_geo
დაკარგულმა ძაღლმა, დახმარების თხოვნით, პოლიციის განყოფილებას მიაკითხა
- +

26 თებერვალი. 2020. 13:45

 

გასულ კვირას ტეხასის პოლიციის განყოფილებას უჩვეულო „დაზარალებული“ ესტუმრა- მეგობრული ძაღლი, რომელსაც სურდა, შეტყობინება გადაეცა სამართალდამცველებისთვის, რომ დაიკარგა.

 

ერთი წლის ძაღლმა, სახელად „ჩიკომ“ გამჭრიახი საქციელით პოლიციელები გააკვირვა. მან სახლისკენ მიმავალ გზას ვერ მიაგნო და ოდესის (ტეხასის შტატი) პოლიციის განყოფილებას მიაკითხა. ოთხფეხა ბინადარი შენობაში შევიდა და პირდაპირ მორიგე პოლიციელის მაგიდას მიუახლოვდა. ოფიცერმა რასტი მარინესმა ძაღლს ფოტო გადაუღო და ის დაკარგულად გამოაცხადა.

  

„ეს ძაღლი გასულ საღამოს გვესტუმრა. ვიფიქრეთ, რომ განცხადების შემოტანა სურდა K9 მომსახურე ძაღლის პოზიციაზე. მასთან თამაშისას, საყელურზე საიდენტიფიკაციო ნომერი ვერ აღმოვაჩინეთ, ამიტომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოვიძახე, მაგრამ ძაღლი მათ არ დაელოდა და გადაწყვიტა, რომ სახლის გზა თავად გაეკვლია. მოგვიანებით ჩვენ შევიტყვეთ, რომ ის მშვიდობიანად დაბრუნდა თავის პატრონთან, რომელიც განყოფილებიდან არცთუ ისე შორს ცხოვრობს“,- წერს სამართალდამცველი და „ტვიტერის“ პოლიციის ოფიციალურ გვერდზე და მხიარული ძაღლის ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი