logo_geo
აღმოაჩინეს პლანეტა, სადაც 18-საათიანი წელიწადია
- +

26 თებერვალი. 2020. 16:49

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა „ცხელი იუპიტერების“ კლასიდან, რომელიც თავისი დედა-ვარსკვლავის ირგვლივ ერთ სრულ შემოვლას სულ რაღაც 18 საათის განმავლობაში ასრულებს.

 

ეს ყველაზე ხანმოკლე ორბიტალური პერიოდია, რომელიც მსგავსი ტიპის პლანეტაზე პირველად დააფიქსირეს. კვლევის შედეგები ჟურნალ   „Monthly Notices of the Royal Astronomical Society“-ში  გამოქვეყნდა.

 

პლანეტა NGTS-10b დედამიწიდან დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადის მოშორებით პროექტის Next-Generation Transit Survey (NGTS)-ის ფარგლებში აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი