logo_geo
„ყველაფერი, რაც გიყვარს, ოდესმე იკარგება, მაგრამ სიყვარული საბოლოოდ მაინც თავისებური, სხვაგვარი გზებით ბრუნდება“
- +

27 თებერვალი. 2020. 13:50

 

 

ფრანც კაფკა (1883-1924), რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია, 40 წლის ასაკში ბერლინის სტეგლიცის პარკში სეირნობდა, როდესაც მას პატარა გოგონა შეხვდა, რომელმაც ატირებულმა თავისი საყვარელი თოჯინის დაკარგვის შესახებ უამბო. კაფკა გოგონასთან ერთად მთელი საღამო წარუმატებლად ეძებდა თოჯინას. შემდეგ მოილაპარაკეს, რომ მეორე დღეს ისევ შეხვდებოდნენ და ძებნას გააგრძელებდნენ.

 

მეორე დღეს, როდესაც მათ ისევ ვერ იპოვეს თოჯინა, კაფკამ გოგონას თოჯინის მიერ დაწერილი წერილი გადასცა, რომელშიც ნათქვამი იყო - „გთხოვ, ნუ იტირებ, მე სამოგზაუროდ გავემგზავრე, სამყარო უნდა შევიცნო და აუცილებლად მოგწერ ჩემი თავგადასავლების შესახებ“.

 

ასე დაიწყო ამბავი, რომელიც კაფკას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

 

როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, კაფკა მის მიერ საგულდაგულოდ შესრულებულ თავგადასავლებით სავსე წერილებს უკითხავდა გოგონას საყვარელ თოჯინაზე, რომლებიც გოგონას აჯადოვებდნენ. ბოლო შეხვედრაზე კაფკამ წერილით თოჯინის ბერლინში დააბრუნა ამცნო და მოგვიანებით თავისივე ნაყიდი თოჯინა გადასცა.

 

„ეს საერთოდ არ ჰგავს ჩემს თოჯინას“, - თქვა გოგონამ. კაფკამ კიდევ ერთი წერილი მისცა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჩემმა მოგზაურობებმა ძალიან შემცვალეს“. გოგონამ ახალი თოჯინა ძლიერად ჩაიხუტა გულში და სახლში წაიყვანა.

 

ერთი წლის შემდეგ, კაფკა გარდაიცვალა.

 

მრავალი წლის შემდეგ, უკვე ზრდასრულმა გოგონამ თოჯინის შეუმჩნეველ ღრიჭოში წერილი აღმოაჩინა. კაფკას მიერ ხელმოწერილ პაწაწინა წერილში ნათქვამი იყო: „ყველაფერი, რაც გიყვარს, ოდესმე იკარგება, მაგრამ სიყვარული საბოლოოდ მაინც თავისებური სხვაგვარი გზებით ბრუნდება“.

 

 

წყარო: ფეისბუქ-გვერდი „წიგნის ჭიები“

 

 

big_banner
არქივი