logo_geo
აფრიკული ტომი ძროხების გარემოცვაში ცხოვრობს, მათი რძით იკვებება, ძროხის ხორცს არასოდეს ჭამს და მათი შარდით ბანაობს
- +

28 თებერვალი. 2020. 11:19

 

 

სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტომი, რომელსაც ასობით ძროხა ჰყავს. უცნაურია, თუმცა, ტომის წევრებს ძროხის ხორცი არასოდეს უჭამიათ.

ფოტოგრაფი მარიო გერტი 3 თვე ცხოვრობდა და აკვირდებოდა ძროხებისა და ადამიანების საოცარ ურთიერთობას.

 

მომთაბარე ტომი საჰელის რეგიონში, ნილოსის გასწვრივ, ჩლიქოსნებთან ერთად გადაადგილდება. მათი ძირითადი კვების რაციონი რძე და იოგურტია. ტომში ადამიანები და ძროხები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. მათ ერთად სძინავთ, იკვებებიან და ერთად სეირნობენ. ძროხები ამ ტომისთვის ყველაფერია - ვალუტა, საკვები და სიამაყე.

 

 

ამ ადამიანების ცხოვრება იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ჩლიქოსან ცხოველებთან, რომ ისინი ძროხის შარდით ბანაობენ და თვლიან, რომ ეს მათ ინფექციისგან იცავს.

 

ამ ძროხების გამორჩეული მახასიათებელი უზარმაზარი რქებია, რომლებიც უერთდება სისხლძარღვებს და სიცხის დროს თერმორეგულაციას ახდენს. სისხლი, რომლის ცირკულაციაც რქებში ხდება, სხეულში ბრუნდება და ტემპერატურას ამცირებს.

 

ისევე როგორც სხვა ჯიშის ძროხები, ეს სახეობაც XVII საუკუნეში გადაშენებული, პირველყოფილი ძროხების მონათესავეა.

 

ამ ტომის ჩაცმულობაც გამორჩეულია.

 

სახეზე ნაიარევები მათი სიმბოლოა.

 

 

ფოტოგრაფმა ტომთან 3-თვიანი ცხოვრების შემდეგ, მართლაც რომ შთამბეჭდავი კადრები გადაიღო. ისინი უსიტყვოდ გადმოსცემენ ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესს და მათ უჩვეულო დამოკიდებულებას ჩლიქოსანი არსებების მიმართ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი