logo_geo
გორილა „ანკამ“ უჩვეულო თითებით, ინტერნეტ-მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო
- +

28 თებერვალი. 2020. 13:00

 

 

რამდენიმე ხნის წინ, ატლანტას ზოოპარკმა მხიარული წვეულება მოაწყო: ზოოპარკის ბინადარი გორილა, სახელად „ანკა“, 6 წლის გახდა. მომვლელებმა პრიმატს რამდენიმე ფოტო გადაუღეს და სოციალური ქსელში ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.

 

ცხოველთა მოყვარულებმა ფოტოების კომენტარებში „ანკას“ დაბადების დღე მიულოცეს და დღეგრძელობა უსურვეს, თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის ყურადღება მიიპყრო პრიმატის სხეულზე არსებულმა უცნაურმა დეტალმა: გორილას ხელზე არასაკმარისი პიგმენტაცია აღენიშნება, რის გამოც მისი თითები ძალიან ჰგავს ადამიანისას.

 

ცნობილია, რომ სხვა არსებებისგან განსხვავებით, პრიმატებს ფეხებსა და ხელებზე ფრჩხილები აქვთ და არა ბრჭყალები, თუმცა, შეფერილობა ადამიანის ხელისგან რადიკალურად განსხვავებულია.

 

ატლანტას ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, „ანკა“ უნიკალურია არა მხოლოდ კანის უჩვეულო შეფერილობით, არამედ გამორჩეული ხასიათით. „ის ხშირად უყვირის დედას და სხვა პრიმატებს, რათა საკვებად და წვენის დასალევად მყუდრო ადგილი იპოვოს“, - წერია ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

 

ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ანკას“ ვიტილიგო აქვს. ეს დაავადება პიგმენტაციის დაკარგვის შედეგად ვითარდება, თუმცა, ზოოპარკის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ პრიმატს თითების გამორჩეული შეფერილობა დაბადებიდან აქვს.

 

სოციალურ ქსელში გორილას ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის არაერთი ადამიანის ფავორიტი გახდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი