logo_geo
დღეს, 29 თებერვალს, ქალს შეუძლია, მამაკაცს ხელი სთხოვოს, კაცს კი ამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს
- +

29 თებერვალი. 2020. 13:27

 

 

4 წელიწადში ერთხელ, 29 თებერვალს, გასათხოვარ ქალებს უფლება აქვთ, დაქორწინება მამაკაცს თავად შესთავაზონ. ამასთან, ძლიერი სქესის წარმომადგენელს უარის თქმის უფლება „არ აქვს“.

 

ეს ტრადიცია სათავეს ძველი ირლანდიური ლეგენდიდან იღებს. მისი იდეა ასეთია - „ქალებს უნდა მიეცეთ 4 წელიწადში ერთხელ საშუალება, მამაკაცს ხელი სთხოვონ, რათა დაბალანსდეს ამ ორი სქესის ტრადიციული როლები, ზუსტად ისე, როგორც „ნაკიანი“ 29 თებერვალი აბალანსებს კალენდარს“.  ამასთან, ქალებმა საყვარელი მამაკაცისთვის ბეჭედიც თავად უნდა შეიძინონ.

 

გარდა ნაკიანი დღისა, 29 თებერვალს მარტოხელათა დღესაც უწოდებენ.

 

29 თებერვალს მამაკაცისთვის ხელის შეთავაზების ტრადიციას ქალები აქტიურად იყენებენ. ბრისტოლსა და ლიდსში ამ დღით მარტოხელა ქალების 90 %, ხოლო ბელფასტში 50% სარგებლობს.

 

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევაც ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მამაკაცთა ნახევარი წინააღმდეგი სულაც არაა, რომ პარტნიორმა დაქორწინება თავად შესთავაზოს. ამ დღისთვის ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალებს რომანტიკული ვახშმის მოწყობას ან რომანტიკული მოგზაურობის დაგეგმვას ურჩევენ, რათა ბეჭდის გადაცემის პროცესი სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი გახდეს.

 

 

წყარო: http://fbmediatv.com/

 

 

big_banner
არქივი