ვინც უძილობა ერთხელ მაინც გამოსცადა, იცის, თუ რა საშინელი მდგომარეობაა ეს. თუ ეს ქრონიკულში გადადის, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ! ძილის გარეშე მთელი ორგანიზმი ზარალდება, ირღვევა ნერვული სისტემა, გუნებ-განწყობა, ქვეითდება იმუნიტეტი, იმატებს წონა…
მეთოდი, რომელიც 96%ით მოქმედებს
ყველამ იცის, რომ ძილის წინ ოთახი უნდა განიავდეს ან ღია ფანჯარასთან უნდა დავიძინოთ. სასარგებლოა თბილი თაფლიანი წყალიც ან თვლა და ა.შ. მთავარია, 6-9 საათი იძინოთ.
თუ არაფერი გშველით, გამოიყენეთ აშშ-ის არმიის მეთოდი. მისი მიზანია, მებრძოლები მუდამ მხნედ იყვნენ. სავარჯიშო ძალიან მარტივია.
სხეულის მოდუნება
თანდათან მოადუნეთ სხეულის ყველა ნაწილი:
სახის კუნთები (შუბლი, ყბები) და კისერი;
ხელები და გულმკერდი;
ფეხები;
გაისუფთავეთ გონება აზრებისგან;
ეცადეთ, ყველა აზრი გაფანტოთ და არაფერზე იფიქროთ, თუნდაც 10 წამი!
წარმოიდგინეთ შემდეგი სურათები:
წევხართ ტბაზე ნავში, ზემოთ კი მხოლოდ ლურჯი ცაა. ირწევით შავ ჰამაკში, შავ ოთახში.
იმეორეთ: „არ ვიფიქრო, არ ვიფიქრო…“ 10 წამის მანძილზე.
მორჩა! 2 წუთის შემდეგ უნდა დაიძინოთ, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი ჯარისკაცების ტესტირებამ 6 კვირის განმავლობაში შესანიშნავი შედეგი აჩვენა. მხოლოდ 4%თან არ იმუშავა ამ მეთოდმა.
ამ მეთოდის პოპულარიზატორები განმარტავენ, რომ ეს მაგიური მეთოდი არ არის, ეს მხოლოდ ყურადღებაა საკუთარი სხეულის მიმართ. ეს უნდა გაითვალისწინოთ.
წყარო: http://fbmediatv.com/