logo_geo
სისხლში რკინის დეფიციტმა შესაძლოა იმუნიტეტის დასუსტება, მამაკაცებში - პოტენციის, ქალებში - ციკლის დარღვევა გამოიწვიოს
- +

29 თებერვალი. 2020. 14:27

 

 

სისხლში რკინის დონის დაქვეითებას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.

როგორც ცნობილია, იმუნიტეტის ნორმალური მუშაობისთვის რკინაა საჭირო. მისი დეფიციტისას, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება, ქალებში კი მენსტრუალური ციკლის დარღვევა აღინიშნება. რკინის დეფიციტს ადგილი აქვს სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებისას, რაზეც მეტყველებს ადვილად დაღლილობა, დეპრესია, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ძილიანობა და გაღიზიანებადობა.

 

ჰემოგლობინის დაქვეითება შეიძლება მეტყველებდეს კუჭის პოლიპის, წყლულის, ეროზიის, ასევე ნაწლავისა და კუჭის კიბოს საწყის სტადიაზე.

 

აღნიშნული პრობლემები ასევე აღენიშნებათ ვეგეტარიანელებს, მკაცრი დიეტების მიმდევრებს, მოზარდებს ორგანიზმის ჰორმონული გარდაქმნისას, მოზარდ-სპორტსმენებს და ორსულებს.

 

სპეციალისტები გვახსენებენ, რომ რკინის შემცველი პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა დასაშვები. მათი რძის პროდუქტებთან ერთად მიღებისაგან თავი უნდა შევიკავოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი